მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერის თქმით, ენმ-ს გასამართლებასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

პრემიერი

"უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები ამასთან დაკავშირებით", - ასე უპასუხა, პრემიერ-მინისტრმა აგვისტოს ომის გამოძიებასა და ნაციონალური მოძრაობის გასამართლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები. რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ქვეყანა არ იყოს მუდმივად ერთგვარ რევოლუციის მცდელობის რეჟიმში და ა.შ. ამიტომ ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აღსრულდება არჩევნების შემდეგ.

რაც შეეხება დოკუმენტების როლს ამ გამოძიების პროცესში, რა თქმა უნდა როგორც ერთი ისე მეორე დოკუმენტი არის უშუალო მტკიცებულება. ერთ შემთხვევაში პირდაპირ ხელი მოაწერა, მხარი დაუჭირა რეზოლუციას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ამით მათ აღიარეს ომის დაწყება. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულება, მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით. და რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, იქ ხელმოწერის პროცედურას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ისინი დაეთანხმნენ იმ მტკიცებულებებს და იმ დასკვნებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი ტალიავინის დოკუმენტში.

აქედან გამომდინარე ერთიც და მეორეც, როგორც ევროსაბჭოს დოკუმენტი, ასევე ტალიავინის დასკვნა არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა. თუმცა ამის მიღმა მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაც, იმისთვის რომ ცხადად აღსრულდეს სამართალი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც ამხელა ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას თავის დროზე 2008 წელს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები