დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა. სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი ირაკლი კობახიძე იყო. ეს პრემიერის რანგში კობახიძის პირველი საგარეო ვიზიტია.