მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრემიერმა ბიზნესს ეკონომიკის მასტიმულირებელ სამთავრობო პროგრამებში ჩართვისკენ მოუწოდა

62270d4244cf9
ინგა მურუსიძე
08.03.22 12:10
1389
პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციისა და საქართველოში მოქმედი ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც მთავრობის გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით, ბიზნესს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც ეკონომიკური ზრდის წახალისებას და ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელი პირები.

ცნობისთვის: მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ბიზნესის შეხვედრა მედიისთვის ღია არ იყო, შესაბამისად, დამატებითი კომენტარების მიღების საშუალება არ გვქონია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები