მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„პრემიერმა გვთხოვა, ნებისმიერი ინიციატივა დავაფიქსიროთ... არაერთი ინიციატივა გვაქვს“ - ნინა კობახიძე

ჯეო ჰოსპიტალი

BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერმა ბიზნესს სთხოვა ნებისმიერი ინიციატივა დააფიქსირონ, რომელიც ეკონომიკის ზრდასთან იქნება კავშირში.

„ჯეო ჰოსპიტალისა“ და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესასოციაციის კონფერენციის ფარგლებში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ბიზნესს ჯანდაცვის და დაზღვევის მიმართულებით არაერთი ინიციატივა აქვს.

ნინა კობახიძე იმასაც აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაზღვევაში კერძო სექტორის ჩართვა ეკონომიკას დამატებით 0.5%-ით გაზრდის.

„პრემიერმა ძალიან დეტალურად მოგვიყვა ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა სახელმწიფო უწყებებში - ხარჯების დაზოგვა, როცა საუბრობენ ₾700-მილიონიან დაზოგვაზე, მათ აქვთ მოლოდინი რომ ეკონომიკა ამის ხარჯზე კიდევ 1%-ით გაიზრდება. პრემიერმა ასევე გვთხოვა, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ეკონომიკის ზრდასთან იქნება შესაბამისი, დავაფიქსიროთ და ამ ინიციატივას სექტორულად ბიზნესასოციაციის მეშვეობით მივაწვდით. იმიტომ რომ ჯანდაცვის და დაზღვევის სექტორში არაერთი ინიციატივა გვაქვს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. თუ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ, ეს არის DRG-ის ტარიფიკაციის ცვლილება, რომელიც სექტორს სჭირდება და კანონმდებლობის დონეზე აყვანა ყოველწლიურად ამის გადახედვის. საინვესტიციო თვალსაზრისით, მზად ვართ, რომ ნებისმიერ სამედიცინო სექტორში გავზარდოთ და ჩავდოთ თანხა, თუმცა სახელმწიფოს პოლიტიკა ჯანდაცვის განვითარებასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო უნდა იყოს.

დაზღვევაში ძალიან მარტივად დგას საკითხი და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია - ეს არის მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, კერძო სექტორის შემოყვანა სამედიცინო დაზღვევაში - ესეც ძალიან გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას დაახლოებით 0.5% ალბათ კიდევ. იმდენად ბევრი ინიციატივაა არსებობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან მიმართებით რომ ამ პლატფორმას აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები