მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა "ჯარის ბანაკი" გახსნა

64a28b823ac2e
BM.GE
03.07.23 12:47
954
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, „ჯარის ბანაკის“ პროექტი, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროექტი ხორციელდება თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით.

„ამ პროექტის მიმართ ინტერესი თავიდანვე ძალიან მაღალი იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს ჩართულობით, თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. მოგეხსენებათ, რომ ეს ბანაკი წელს პირველად იმართება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ერთი კვირის წინ, დაახლოებით. სულ, ჯამში 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ ბანაკში, თითო როტაციაში 100 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით და აგვისტოს ბოლოს დასრულდება აღნიშნული პროექტი.

მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და დღეს, ბუნებრივია, საქართველო არის ამ გლობალიზაციის ნაწილი, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდებს სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენი, სახელმწოფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო, ვინაიდან თქვენ დიდ დროს უთმობთ სკოლაში ყოფნას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის განათლების სამინისტროს ჩართულობა და მათი როლი, თავიდანვე, პირველივე დღეებიდან მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. ჩვენ უკვე რამდენიმე ხნის წინ შევიტანეთ სამხედრო სწავლება, თავდაცვა და უსაფრთხოება სკოლებში, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დღითიდღე იზრდება ინტერესი, მე ვიცი გადმოცემით ძალიან ბევრი მოსწავლისგან, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოვოთ. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა. ასევე, რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და ჯარის ბანაკის მნიშვნელობაც კიდევე ერთხელ მინდა აღვნიშნო. ჩვენ, სწორედ, როგორც აღვნიშნეთ, სწორი ორიენტირები უნდა განვუსაზღვროთ ჩვენს მომავალ თაობას. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი და ამ ბანაკში თქვენი ჩართულობა გარდა იმისა, რომ თქვენ მოგცემთ საშუალებას, თავად მიიღოთ მონაწილეობა ძალიან ბევრ საინტერესო საქმიანობაში, სამხედრო საქმეს გაეცნოთ, მათ შორის ალბათ საცეცხლე მომზადებაშიც მიიღებთ მონაწილეობას, გარკვეულ ტრენინგებს გაივლიან, ამას გარდა, მნიშვნელოვანია გავზარდოთ ზოგადად პატრიოტული სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში. მეტი ინფორმაციაა საჭირო ამისთვის. უნდა ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენს ახალგაზრდებს და მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში არის მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ინტერესისთვის, თქვენი მონაწილეობისთვის ჯარის ბანაკში. მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოვოთ. წელს დავიწყეთ 800 მოსწავლით, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა უნდა მოვიყვანოთ ჯარში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები