მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმინისტრის მრჩეველი: საქართველოში მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ

617414f023a91
ელენე კვანჭილაშვილი
23.10.21 19:30
1510
საქართველოში მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ– ამის შესახებ ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა. EIB-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ექსკლუზიური ინტერვიუ Forbes Talks-ს მისცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი მიმდინარე წლის მაისში დანიშნა. ის ამბობს, რომ საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მთავრობებთანაც მუშაობს, ამიტომ საქართველოში მისი სამუშო გრაფიკი სრული არ არის.

“როდესაც EIB-ის ვიცეპრეზიდენტობის ვადა გავიდა - ეს იყო 2019 წლის ბოლოს და უკვე დავიწყე ფიქრი ჩემს სამომავლო კარიერაზე - გადავწყვიტე, რომ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა მრჩევლისა და საკონსულტაციო როლი მთავრობებისთვის და კომპანიებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ის არეალია, რომელსაც ვფიქრობ, ძალიან კარგად ვიცნობ და საკმაო გამოცდილებაც დამიგროვდა. ამდენად, დღეს სხვადასხვა პროექტებში ვარ ჩართული, სხვადასხვა მთავრობასთან ვმუშაობ...

(საქართველოში მუშაობა) ეს არ არის სამუშაო სრულ განაკვეთზე. მხოლოდ ნახევარ-განაკვეთზე ვმუშაობ. ეს თანამშრომლობა საქართველოსთან დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს კარგად ვიცნობ და როდესაც მე ძველი პოსტი დავტოვე, მარტში თუ აპრილში მან შემომთავაზა, რომ მისი მრჩევლების გუნდს შევერთებოდი და ჩემი აქცენტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ყოფილიყო.
ვკონცენტრირდები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველთა გუნდის ერთ-ერთი წევრი”,– აცხადებს ჰუდაკი.

კითხვაზე, კონკრეტულად რომელ ქვეყნებში და რა მანდატით მუშაობს, ჰუდაკი პასუხობს:

“სხვადასხვა ქვეყანაში მანდატიც სხვადასხვაა. მაგალითად, ჩეხეთში, სამთავრობო ფონდის შექმნაში ვიღებ მონაწილეობას - ეროვნული საინვესტიციო საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ. ამ ფონდის მთავარი მიზანია, კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტებში ინვესტირება. ეს იქნება ინსტიტუციური ერთეული, რომელიც ერთიანად მოუყრის თავს თანხას - ბანკებიდან, ბიუჯეტიდან და შემდგომ ამ ტიპის პროექტებში დააბანდებს. სლოვაკეთში ეროვნული ბანკის მრჩეველი ვარ და ასევე სლოვაკეთის უმსხვილესი ბანკის - Slovak Service Bank-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. უნგრეთში უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტს - ბუდაპეშტის აეროპორტს ვეხმარები რჩევებით და აქაც დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ”,– აცხადებს ჰუდაკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები