მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიუმ ბრენდები და უნიკალური გამოცდილება - რეგიონში პირველი "აუთლეტ ვილიჯი" იხსნება

პრემიუმ ბრენდები და უნიკალური გამოცდილება - რეგიონში პირველი
01.08.24 10:34
1548

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი “აუთლეტ ვილიჯი” თბილისში 2024 წლის დეკემბერში გაიხსნება.


“თბილისის აუთლეტ ვილიჯი”
საქართველოში, საცალო გაყიდვების სექტორში, ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს. აუთლეტის დიზაინი საერთაშორისოდ აღიარებული დიზაინერების მიერაა შექმნილი და საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად, თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებსაც ითვალისწინებს.

დედაქალაქში ქართველი მომხმარებლისთვის საყვარელ ბერნდებთან ერთად, ვიზიტორებს მოდის, დასვენებისა და გასტრონომიის განსაკუთრებულ მიქსს სთავაზობს. თავად აუთლეტის მდებარეობა სტრატეგიულია, ახლოსაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან, ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე, და მარტივად მიიზიდავს ტრანსსასაზღვრო მგზავრთა ნაკადს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდანაც.

სავაჭრო ცენტრი, რომელიც, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, 12.5 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა, ათობით დასახელების საერთაშორისო, პრემიუმ თუ “ლაქშერი” ბრენდს გააერთიანებს და თბილისის, როგორც მოდის ცხელი წერტილის, ტიტულს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს. “აუთლეტ ბაზარში” ცნობილი ბრენდების პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, მათ შორისაა:

Armani და New Trend

“მუდმივად ვეძებთ ყველაზე ინოვაციური და ხარისხიანი კონცეფციის მქონე სავაჭრო სივრცეებს. TORG International-ის მრავალწლინი გამოცდილება და “თბილისის აუთლეტ ვილიჯის”

სრული გუნდის თავდადება კი ჩვენთვის შთამაგონებელია და გვარწმუნებს, რომ ეს პროექტი ნამდვილად განსაკუთრებული იქნება. სწორედ ამიტომ, “აუთლეტ ვილიჯში”

ჩვენი პორტფოლიოდან უფრო მეტი ბრენდისა და კონცეფციის შემოტანასაც ვგეგმავთ”, - ამბობს ვატო მაჭავარიანი, Nabu-ს მმართველი პარტნიორი.

DKYN, Pinko და Wolford

“საქართველოში ჩვენი ბიზნესის გაფართოებისთვის იდეალურ ლოკაციას დიდი ხანია ვეძებთ, თუმცა, კარგი ადგილმდებარეობის პოვნა საკმაოდ რთულია. ძიებნის
პროცესში “თბილისის აუთლეტ ვილიჯი”აღმოვაჩინეთ , რომელმაც თავიდანვე მიიქცია ჩვენი ყურადღება - ღია ცის ქვეშ გაშენებული სოფელი შოპინგისთვის შესაფერის ატმოსფეროს ქმნის, რაც მომხმარებელსაც ძალიან მოეწონება”, - აღნიშნავს ალექსანდრე კირეულაშვილი, Pretail-ის მმართველი პარტნიორი.


Nike, Adidas და Puma

“ჩვენი ბრენდების ზედმეტი მარაგების გაყიდვა სრული ფასის მქონე ტანისამოსსთან ერთად, ერთ სივრცეში, ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის წარმოადგენდა გამოწვევას. როდესაც “აუთლეტ ვილიჯის
კონცეფციასა და მომავალ გარემოს გავეცანით, სადაც ბრენდებს სეზონიდან გასული სამოსის გაყიდვა თავისუფლად შეეძლებათ, ენთუზიაზმით განვეწყვეთ და ერთ-ერთი პირველები აღმოვჩნდით მათ შორის, ვინც სავაჭრო ცენტრში იქნება წარმოდგენილი - Nike-ის, Puma-სა და Adidas-ის ბრენდებით”, - განაცხადა TGL Group-ის მმართველმა პარტნიორმა, თემურ ლეკვეიშვილმა.

Lutecia

“მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც “თბილისის აუთლეტ ვილიჯი”
-ის პრეზენტაციას დავესწარით, გავიცანით TORG International_ის მმართველი გუნდი, თუ როგორ მუშაობენ ისინი მომავალ პარტნიორებთან, ვნახეთ მარკეტინგული გეგმა, რომელიც გაწერილია როგორც გახსნის დღისთვის, ისე მთელი წლისთვის - ერთი სული გვქონდა, როდის გავაფორმებდით ჩვენს შეთანხმებასაც და Lutecia-ს მაღაზიის დაგეგმვასაც დავიწყებდით. ახლაც, დიდი მოლოდინები გვაქვს 2024 წლის სექტემბრისთვის”, - ამბობს საქართველოს წამყვანი პარფიუმერიული ქსელი Lutecia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი ტორონჯაძე.

Portmeirion

“მას შემდეგ, რაც დავინახეთ “აუთლეტ სოფლის” პროგრესი და პოტენციალი, გადავწყვიტეთ, ჩვენი ბრენდის, უნიკალური ჭურჭლის ბრიტანული ბრენდის Portmeirion-ის მაღაზიაც, ქართულ ბაზარზე პირველად სწორედ აქ წარმოგვედგინა. დარწმუნებულები ვართ, რომ Portmeirion-ის საერთაშორისო დონის მიმზიდველობა Tbilisi Outlet Village-ში არაერთ მომხმარებელს მოიზიდავს”, - აღნიშნავს მარიამ შანშიაშვილი, Portmeirion საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.

2024 წლის დეკემბერში “თბილისის აუთლეტ ვილიჯი” 12 500 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი სავაჭრო ცენტრი 20 000 კვადრატულ მეტრამდე გაფართოვდება. პროექტი Georgian Outlets & Resorts Group-ის მიერ ხორცლიედება, TORG International-თან პარტნიორობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები