დეველოპერული კომპანია „არქი“ ორთაჭალაში პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის ახალ პროექტს ახორციელებს და 5 ივლისს, ერთი დღით ბინის შეძენის მსურველებს პრემიუმ პროექტში ბინებზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. დაგეგმილი აქციის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ "არქის" გენერალური დირექტორმა, შიო ხეცურიანმა და არქიტექტურული დიზაინის დეპარტამენტის დირექტორმა, ვეი აპ ოიმ ისაუბრეს.
კომპანიის გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის ინფორმაციით, “არქი ჰორაიზონი” პრემიუმ კლასის, გამორჩეული პროექტია, რომელიც აუზს, ფიტნეს დარბაზს, კალათბურთის მოედანსა და სხვა
„“არქი ჰორაიზონი” ნამდვილად გამორჩეული პროექტი იქნება ორთაჭალაში. ეს იქნება პრემიუმ კლასის პროექტი, რომელიც განთავსდება ისეთ ლოკაციაზე, სადაც ბუნება ქალაქს ერწყმის. პროექტი გამოირჩევა მშვიდი, კომფორტული მდებარეობით, გამორჩეული ხედით მთელ თბილისზე და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურით, რომელიც აერთიანებს ღია აუზს, პადელის კორტებს, სამეზობლო ლაუნჯს, საკალათბურთო მოედანს, გამწვანებულ და საბავშვო სივრცეებს.
5 ივლისს, პროექტით დაინტერესებულ პირებს "არქი" დიდ ფასდაკლებას შესთავაზებს. ისეთ ფასს, რომელიც არ გამეორდება. ეს არის ნამდვილად გამორჩეული დღე. ბოლოს, ასეთი შეთავაზება რუსთავის პროექტზე გვქონდა, სადაც 201 ბინა გაიყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. ასევე, კიკვიძის პროექტში 151 პროექტი გაიყიდა“, - ამბობს შიო ხეცურიანი.
“არქი ჰორაიზონის” პროექტის დიზაინზე ვეი აპ ოიმ იმუშავა, რომელმაც თბილისში გადმოსვლის შემდეგ პროფესიული საქმიანობა სწორედ „არქისთან“ დაიწყო. მისი განმარტებით, პროექტის შექმნისას გათვალისწინებული იყო ბუნების სილამაზე, სადაც კომპლექსი მდებარეობს.
“როდესაც პირველად პროექტის მონახაზი შევქმენით, აღმოვაჩინეთ ბუნების სილამაზე, მთები, ასევე მდინარე მტკვარი და ფაქტობრივად შენობის დიზაინთან ერთად, ადგილის დიზაინი შევქმენით, რომელიც ასახავდა როგორც მთას, ასევე მდინარეს. ამასთან, გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმ ცხოვრების სტილისთვის, რაც ავსტრალიაში არსებობს შენობების კონსტრუქციების მიმართულებით, არქიტექტურის ფარგლებში. ჩვენ საქართველოში შენობებს განსხვავებულად ვაშენებთ. ვცდილობთ, საქართველოს კონტექსტი განვიხილო და მესმოდეს, რა იქნება ქართულ კონტექსტში შესაძლებელი, რათა დავრწმუნდეთ, რომ მშენებლობისას ხარისხი ადგილზეა”, - თქვა ვეი აპ ოიმ.მხოლ




























