მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრესსპიკერი: კლინიკების წარმომადგენლებთან პრემიერის შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო

5de8c00110ed6
დავით ჯალაღონია
05.12.19 12:28
1312
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გუშინ პრემიერსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შორის 520-ე დადგენილების შესახებ გამართული შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ვერ მივიღებ კრიტიკას, თითქოს მინისტრი არ ხვდება დარგის წარმომადგენლებს. იმ შეხვედრას, რომელიც გუშინ გაიმართა, მინისტრი ესწრებოდა. ეს შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო, გადაწყვეტილება მიღებულია და სამინისტროს, ასევე სექტორის წარმომადგენლების, ექსპერტების ჩართულობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება და ეს ჯგუფი იმუშავებს ხარვეზი თუ არსებობს, იმის აღმოჩენაზე და ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც აქამდე არსებობდა", - განაცხადა ჩიქოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები