მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პრევენციულ ღონისძიებებს დროულად ვიწყებთ და ამაში ევროპის ქვეყნები ჩამოგვრჩებიან" - ტიკარაძე

5e60ae59bb674
ინგა მურუსიძე
05.03.20 11:30
599
პრევენციულ ღონისძიებებს დროულად ვიწყებთ და ამაში ევროპის ქვეყნები ჩამოგვრჩებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მედია დაინტერესდა, ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს თუ არა რეკომენდაციების შესრულების საკითხს, რომელსაც უწყება გასცემს, მათ შორის კერძო ბაღებთან და საცურაო და სპორტული აუზების დახურვასთან დაკავშირებით.

„ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით გაიცემა. ამ მხრივ საქართველო მოწინავე ქვეყანაა და ჩვენ დროულად ვიწყებთ პრევენციულ ღონისძიებებს, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები, რადგან მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად და მნიშვნელოვნად, ამიტომ მათთან გავრცელება გაცილებით მეტია. დიახ, ჩვენ ვაპირებთ ადგილზე მივიდეთ და გავეცნოთ სიტუაციას. ჯანდაცვის სამინისტრო პირადად იქნება ჩართული სიტუაციებში, სამინისტრო მათ შორის გააკონტროლებს დასუფთავების საქმიანობებს. რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს კომუნიკაცია ყველასთან, ვითვალისწინებთ მშობლების აღელვებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ მერე მუშაობას, ამასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის და განათლების სამინისტროები მუშაოებენ და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები