მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პრეზიდენტ ბუშის დროს, რუსეთმა წაიღო საქართველო, პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი წაიღეს" - ტრამპი

სს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რამდენიმე წუთის წინ თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა საკუთარ პრეზიდენტობაზე და იმაზე, თუ რომელი პრეზიდენტის დროს რა შეძლო რუსეთმა. როგორც ის ამბობს, მისი პრეზიდენტობა არა მარტო აშშ-სთვის, არამედ საქართველოსა და უკრაინისთვისაც ხელსაყრელია.

"პრეზიდენტ ბუშის დროს, რუსეთმა წაიღო საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს წაიღო წყალქვეშა ხომალდების დიდი ბაზა, მიწის ძალიან დიდი ნაწილი, სადაც მათ განათავსეს წყალქვეშა ხომალდები, წაიღო ყირიმი.

პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი წაიღეს და პრეზიდენტ ბაიდენის დროს მათ მთლიანი უკრაინის წაღება სცადეს. მე რომ არ მოვსულიყავი, ისინი მას წაიღებდნენ" - ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

მან ასევე უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს შეთანხმება მკვდარი არ არის.

„გაიგებთ, ხვალ საღამოს სიტყვით გამოვდივარ და გაიგებთ. შესანიშნავი შეთანხმებაა ჩვენთვის, რადგან ბაიდენმა სულელურად 350 მილიარდი მისცა ქვეყანას საბრძოლველად და ჩვენ არაფერი მიგვიღია. 350 მილიარდით აშშ-ის ფლოტის განახლებას შევძლებდით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რაც შეეხება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, ამაზე არ უსაუბრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები