მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი აქციის დაკავებული მონაწილეებისთვის ფონდს ქმნის - "აქციის მონაწილეებს სჭირდებათ დახმარება და დაცვა"

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ აუცილებელია ფონდის შექმნა, რომ აქციის დაკავებულ მონაწილეებს საზოგადოება დაეხმაროს.

“სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორც არის. არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა.სამართლებრივი დაცვა სჭირდებათ დაკავებულ ადამიანებს.

მათი დაცვა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელი იყოს ფონდის შექმნა, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ.

დახმარება ასევე გამოიხატება, რომ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან.

მომივიდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან პროტესტში ჩასართავად, რაც პროვოკაციაა, არ დაიჯეროთ.

ეს პროტესტი არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში.

ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, სამაგიეროდ, მმართველი პარტია არღვევს, რომ შეაჩეროს ჩვენი ევროპული მომავალი”,_ აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები