მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი: დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა გადაწყვეტილება, რაც აქამდე იყო მისაღები

პრეზიდენტი ელჩები

საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაასრულა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მან დიპლომატიურ კორპუსს სთხოვა, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე იყო მისაღები და ხალხს დაეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის მთელი საზოგადოების მოთხოვნაა - ესაა ახალი არჩევნების ჩატარება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ჩვენი გამოსავალი.

„დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არა მშვიდობა, არამედ ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი, გარდა რუსეთისა”, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დღეს დაესვა წერტილი მთავრობის იმ მსვლელობას, რომელიც თვეებია დაწყებულია ევროპიდან რუსეთისკენ.

„მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი. ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს რაღაცას ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდევ რაღაც იყო დასამტკიცებელი, აღარაფერი არ არის დასამტკიცებელი, ყველაფერი დამტკიცებული და ნათელია.

მათ ვთხოვე - დიპლომატიურ კორპუსს, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე იყო მისაღები და ჩვენ, ხალხს დაეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა - ახალი არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ეს არის ის რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები