პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან დედების მარშს შეუერთდა. პრეზიდენტმა შეკრებილ მშობლებს მადლობა გადაუხადა და მათ, ვინც პროდასავლურ აქციებში მონაწილეობენ, მუდმივი მხარდაჭერა გამოუცხადა.
"მადლობა თქვენ, ჩვენს ახალგაზრდებს. ყველანი დედები ვართ, ყველა ჩვენი შვილი, ვინც აქ დგას, ამ ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის დგას. მათ ვუთხრათ მადლობა და რომ მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სლოგანით "ხელი გაუშვით, ჩემი შვილია!" - რუსთაველზე დედების მსვლელობა 13:00 საათიდან დაიწყო. ისინი რუსთაველის გამზირის გავლით ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ. თბილისში დაგეგმილი რამდენიმე აქცია 19:00 საათისთვის, სავარაუდოდ, პარლამენტის შენობასთან გაერთიანდება.