მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ე.წ. რუსულ კანონს ვეტოს დაადებს - საპარლამენტო მდივანი

სალომე ზურაბნიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და ე.წ. რუსულ კანონს ვეტოს დაადებს.

როგორც მსხილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტი ითხოვდა, რომ ამ კანონის განხილვა საერთოდ აღარ გამართულიყო.

„ჩვენ ვიხილეთ თუ რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი, აშშ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ხელს შეუშლიდა საქართველოს, ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ დარეგისტრირებულიყო და მისი განხილვა არ დაწყებულიყო კომიტეტებში. ვითხოვდით, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნებულიყო. პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და კანონზე ვეტოს დაადებს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

„რუსული კანონი“ და მისი ალტერნატივა - ბიუროზე 3 კანონპროექტი დარეგისტრირდა

რა წერია "ოცნების" მიერ ხელახლა წარდგენილ "რუსულ კანონში" - კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები