მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრება

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად დღეს გაემგზავრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოლიმპიადის გახსნამდე სალომე ზურაბიშვილი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებს.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი "პარიზი - 2024" ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამს დაესწრება, რომელიც ლუვრში გაიმართება.

"პარიზი - 2024“ ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები