საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება - შესაბამის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ "პრაიდ ფესტივალის“ უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით.
"პრაიდის ფესტივალს“, პრეზიდენტის დავალებით, დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში.