მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია" - აშშ-ის საელჩო

64a989b931258
BM.GE
08.07.23 20:04
688
საქართველოში აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც დღეს "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლით და ძალადობრივი ქმედებებით კანონი დაარღვია.

შესაბამისი განცხადება საელჩოს გვერდზე ვრცელდება.

"დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. მათ “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაამტვრიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

„თბილისი პრაიდი“ კვირეულის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა, რომ უწყება უსაფრთხოების მყარ გარანტიებს დაჰპირდა მათ. ამის მიუხედავად, პოლიციამ ვერ შეძლო ფესტივალის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და ისინი ტერიტორიას გაარიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები