მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი სოხუმის ეროვნულ გალერეაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სოხუმის ეროვნულ გალერეაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის: 21 იანვარს, სოხუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში ხანძარი მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“ სრულად განადგურდა. მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა. სავარაუდოდ, მიზეზი ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა გახდა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის კულტურის ე.წ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დინარა სმირმა განაცხადა ხანძრის შედეგად, 4 000-ზე მეტი ეგზემპლარი დაიწვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები