მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა“ - პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო საზოგადოებას, ეუთო/ოდირს მიმართავს, რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.

საქმე ის არის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.

„დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის პირდაპირ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი. მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

1. თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ.
2. ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა
3. ეს არის კიდევ ერთი დასტური, სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
4. ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში უკანონო ჩარევა, მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის.

დღეს გაუგონარი რამ ხდება და ეს ქვეყნის ტრაგედიაა. არავის აქვს უფლება ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს წაართვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება. მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო საზოგადოებას, ეუთო/ოდირს და მოვუწოდებთ ყველას - აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები