მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ტელეფონით შარლ მიშელს ესაუბრა

პრეზიდენტი შარლ მიშელი

პრეზიდენტმა შარლ მიშელთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

"საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელის შემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები