მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე აპირებს

სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის წარდგენას აპირებს. მან ასევე თქვა, რომ აპირებს, რომ პრემიერობის კანდიდატიც არჩევნებამდე დაასახელოს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებამდე საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი, იმაზე, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნდეს.

"ვაპირებ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, რომელიც საზოგადოებისთვის 26 მაისს მქონდა წარდგენილი. არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

14 დღე დარჩა არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ რომ რეალურად, მე რაც პირობა დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია რომ შესრულებულია - ქარტია შედგა. ეს ჩვენი სამოქმედო გეგმაა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს, და გარანტია მივცეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და წინსვლას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები