ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის და 2024 წლის არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის Facebook-ის დამფუძნებელს და Meta-ს გენერალურ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს დაიჭერს.
ტრამპის მტკიცებით, მარკ ცუკერბერგი დამნაშავე თაღლითია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და 2021 წელს ჯო ბაიდენს გამარჯვების საშუალებას მისცა.
გარდა ამისა, ტრამპი ცუკერბერგს საჯარო ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებს, რაც Facebook-ზე და Instagram-ზე მისი ანგარიშების დაბლოკვას უკავშირდება, რასაც შემდგომ ტრამპის მხრიდან საკუთარი სოციალური ქსელის, Truth Social-ის შექმნა მოჰყვა.
ცუკერბერგი მაშინ ამბობდა, რომ არჩევნებში დამარცხებული ტრამპი გამომწერებს კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმისა და ძალადობისკენ მოუწოდებდა, რაც Meta-ს ეთიკის კოდექსის საწინააღმდეგო ქმედება იყო, ამიტომ სოციალური ქსელის ადმინისტრაციას ტრამპის დაბლოკვა მოუწია.
ცხადია, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშიც კი, ტრამპი ვერ შეძლებს მარკ ცუკერბერგის დაჭერას და მისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯას, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოები გამიჯნულია, რაც დემოკრატიის ფუნდამენტია.