მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი: ველაპარაკე უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, დარწმუნებული ვარ ერთად ვივლით გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ დიდია

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ესაუბრა და მათგან მოლოცვა მიიღო.

„დღეს, ახლა, ამ წუთში უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე. მათ მივულოცე მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ.

ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან ყველასგან და ასევე მათ მთხოვეს, რომ გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული, ჩვენ ხალხებს შორის დიდი სიყვარულის ნიშანი.

მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ერთად ვივლით ამ გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ დიდია. ერთად ვივლით და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდებით სამივე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, იქ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, რამეთუ ეს არის ის მომავალი, რასაც პირდება ევროპა ყველა თავის სრულუფლებიან წევრს. იქ ვიქნებით ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები