მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რუსული სოფელია მოწყობილი - სალომე ზურაბიშვილი

63ac4be416c2e
BM.GE
28.12.22 17:58
1028
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლის წინ რუსული სოფელია მოწყობილი. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა.

„რუსული სოფელია ჩემს კართან. სხვაგან არსად, არც ერთ ქვეყანაში პრეზიდენტის სასახლის წინ ასეთი სოფელი არ გაიმართებოდა, მით უმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში, მაგრამ აზრები და გემოვნება განსხვავებულია“, - თქვა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელია მოწყობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები