პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება. როგორც ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრემიერს დღეს შეხვდა, თუმცა შეხვედრის შესახებ მეტ დეტალს არ აკონკრეტებენ.
საკითხზე მედიის წარმომადგენლებმა კომენტარი სთხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ არც სალომე ზურაბიშვილია საინტერესო და არც ნიკა გილაური.
“ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო, მერე ნიკა გილაური არ არის საერთოდ საინტერესო, რომელიც სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი იყო. ის იყო და აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს და როცა მან დატოვა თანამდებობა, მაშინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარიც კი არ იყო, როცა ჩვენ 90 მილიარდამდე გავზარდეთ ეკონომიკა. აქედან ჩანს, როგორი უსუსურები არიან ეს ადამიანები. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება იმპიჩმენტით თანამდებობის დატოვება ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში”,- თქვა ირაკლი კობახიძემ.