პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროზე განაცხადა.
პრეზიდენტის არჩევის თარიღი და შესაბამისი დადგენილების პროექტი, რომელიც ამ წუთებში სესიაზე განიხილება, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა.
პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.
საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით - საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს.