მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის განცხადებები ძალიან სამწუხარო და უხერხული მოსასმენი იყო - დავითაშვილი

6470af6c67a23
BM.GE
26.05.23 17:02
813
ძალიან სამწუხარო იყო და ალბათ უხერხული მოსასმენია პრეზიდენტის განცხადებები, განსაკუთრებით, დღევანდელი დღის შესაფერისი არ იყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნულ დღესასწაულს ერთიანები უნდა შევხვდეთ და მესიჯები, რომლებიც ერთიანობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ საზოგადოების დაყოფას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიუღებელია.

„ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვწუხვარ და არ მსურს, მაგრამ ამაზე სხვანაირი კომენტარის გაკეთება რთულია. ამ დროს ჩვენ, თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ინტერესების გასაძლიერებლად. ზუსტად ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი. სხვა შემთხვევაში, ერთიანობის გარეშე რეალურ დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის აღიარებას ვერ მოვიპოვებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავრობა რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები