მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის განკარგულებით, პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

5fcf27e51b286
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.20 11:16
802
დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

განკარგულების მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები 3 დეკემბერს შეაჯამა, რომლის თანახმად:

პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 1 992 891;

საარჩევნო სუბიექტებიდან ცხრამ გადალახა ბარიერი, მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, პროცენტები და მანდატები შემდეგია:

⚫ „ქართული ოცნება“ – 928 004 ხმა, 48.22%, 60 მანდატი [პლუს 30 მაჟორიტარი];  

⚫ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „ძალა ერთობაშია“ – 523 127 ხმა; 27.18%; 36 მანდატი;

⚫ „ევროპული საქართველო“ – 72 986 ხმა, 3.79%; 5 მანდატი. 

⚫ „პატრიოტთა ალიანსი“ – 60 480 ხმა, 3.14%, 4 მანდატი;

⚫ „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 60 671 ხმა, 3.15%, 4 მანდატი;

⚫ „გირჩი“ – 55 598 ხმა, 2.89%, 4 მანდატი;

⚫ „ლელო“ – 60 712 ხმა, 3.15%, მანდატი 4;

⚫ „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 25 508 ხმა, 1.33%, 2 მანდატი; 

⚫ „ლეიბორისტული პარტია“ – 19 314 ხმა, 1%, 1 მანდატი;

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ოპოზიციამ შედეგების მიმართ უნდობლობა დააფიქსირა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ამჟამად ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის, საერთაშორისო ფასილიტატორების დახმარებით მოლაპარაკებათა რაუნდები იმართება, რომლებზეც მხარეები ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების საკითხებს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები