პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია", რომელიც მან საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს ცოტა ხნის წინ წარუდგინა, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებისა და ნდობის აღდგენის ნაბიჯებსაც მოიცავს.
სასამართლოს ნაწილი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმასაც:
სასამართლოს გათავისუფლება
- გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით;
- შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია;
- შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
- შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას;
- სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები;
- მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;
- გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც.
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება:
- ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, კერძოდ:
- დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია;
- ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება;
- იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი იქნება;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, სრულ სიას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ.
- საბჭოს წევრებს აეკრძალებათ:
- სსხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება;
- ორჯერ არჩევის შესაძლებლობა.
- საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.