მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ვიზიტები & შედეგები

ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს, შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ზურაბიშვილთან შეხვედრა საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში ურსულ ფონ დერ ლაიენმაც დაწერა, რომ მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ კიდევ ერთხელ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში არაკონსტიტუციურია, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც.

სტუმარი: ვანო მაჭავარიანი - ყოფილი ელჩი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები