მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილი
11.11.24 14:38
522

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები