მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისია შექმნა - ვინ არიან კომისიაში

სს

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისია შექმნა. შესაბამისი განკარგულება უკვე გამოიცა, რომელიც დღევანდელი დღით თარიღდება.

კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს ორბელიანების სასახლეში გამართა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კომისიაში არიან:

  • არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი, IMF-ის ექსპერტი;
  • გიორგი ისაკაძე - მედიაკომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი;
  • თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე
  • ნიკოლოზ ყაველაშვილი - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი;
  • გიორგი ხიშტოვანი - "პი ემ სი" კვლევითი ცენტრის, კვლევითი დირექტორი;
  • ქეთევან თათოშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის მდივანი;

კომისიამ უნდა შეიმუშაოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები და განსაზღვროს შესაბამისი ქულათა სისტემა.

კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანსიებით დაინტერესებულ კანდიდატებს. გასაუბრება საჯაროა.

კომისია დღეს კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე შეთანხმდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში დღეისათვის ვაკანტურია 4 წევრის თანამდებობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადი შემოვიდა.

კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება. კომისია შერჩეულ კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის 20 აპრილამდე წარუდგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები