მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრიგოჟინი პუტინს პასუხობს და ამბობს, რომ ჩაბარებას არ აპირებენ

6496dc44b174a
მარიამ იზორია
24.06.23 16:33
1722
„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ დანებებას არ აპირებენ. ასე უპასუხა მან ვლადიმერ პუტინს, რომელმაც კერძო სამხედრო დაჯგუფების ქმედებები ქვეყნის ღალატად შეაფასა. 

როგორც პრიგოჟინი ტელეგრამარხში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში ამბობს, სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად ცდება და „ვაგნერის“ მებრძოლები ქვეყნის პატრიოტები არიან.

„სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ძალიან ცდება. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. არავინ აპირებს ჩაბარებას, არც პრეზიდენტის და FSB-ის მნოთხოვნით“ ,- ამბობს ის.

„ვაგნერის“ ხელმძღვანელის განცხადებითვე, მისი მებრძოლები პატრიოტები არიან და უარს ამბობენ იმ კორუფციის, ტყუილის და ბიუროკრატიის გაგრძელებაზე, რომელშიც რუსეთი ცხოვრობს.

„როდესაც გვითხრეს, რომ უკრაინასთან ომი გვქონდა წავედით და ვიბრძოდით. თუმცა აღმოჩნდა, რომ ტყვია-წამალს, იარაღს და გამოყოფილ თანხებს იპარავენ. ბიუროკრატები ამ თანხით თავს ინახავენ და სხედან უსაქმოდ, იქამდე სანამ ვიღაც მოსკოვს არ მიადგება"- ამბობს პრიგოჟინი.

დღეს დილით "ვაგნერმა" ტელეგრამის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა პრიგოჟინის მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ როსტოვში სამხედრო ობიექტებზე მათ შორის, აეროდრომზე კონტროლი დაამყარეს. ვლადიმერ პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

რუსეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მათ დანაყოფზე სარაკეტო თავდასხმაში. პრიგოჟინის მტკიცებით, ამ თავდასხმას „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები