მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა

5e7b3b4e24eef
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.20 14:50
622
კლარენს ჰაუსმა (ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების რეზიდენცია) ინფომაცია, 71 წლის პირნც ჩარლზის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით, ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

„პრინც ჩარლზს ვირუსისთვის დამახსათათებელი შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს“-განაცხადა კლარენს ჰაუსის პრეს-სამსახურმა.

კორონავირუსზე ტესტირება ასევე ჩაუტარდა პრინცის მეუღლეს, მაგრამ ტესტი ნეგატიურია.

პრეს-სამსახურის განცხადებით, „შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვისგან გადაედო პრინცს ვირუსი“. მათივე განცხადებით, ჩარლზი და კამილა თვითიზოლაციაში დარჩებიან შოტლანდიის რეზიდენციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები