მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Princess Cruises-ზე კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი

5e43c171276a3
ნათია თაქთაქიშვილი
12.02.20 14:10
999
იაპონიის პორტ იოკიჰამაში მყოფ საკრუიზო ლაინერ Princess Cruises-ზე კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობამ 175-ს მიაღწია, მათ შორის 4 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაცია იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. განახლებული მონაცემები კი საკრუიზო ლაინერის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც გემის ეკიპაჟი აცხადებს, ისინი ზედმიწევნით ასრულებენ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მითითებებს და დაზარალებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი უკვე ჰოსპიტალიზირებულია.

შეგახსენებთ, რომ გემზე სულ 3 700 ადამიანი იმყოფება. მგზავრების შემოწმება ლაინერზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 80 წლის ჰონგ-კონგელ მამაკაცას კორონავირუსი დაუდასტურდა.

მგზავრების შემოწმების პროცესი გრძელდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა. ვირუსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 ადამიანი იმსხვერპლა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 1113 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 44 600-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 4740 პაციენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები