მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PRO Georgia Plus-სა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება

642a7a03a2236
BM.GE
03.04.23 11:58
378
PRO Georgia Plus-სა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება. შეთანხმების თანახმად, PRO Georgia Plus-სი კონსულტაციებს გაუწევს UNDP-ს, ხოლო თავად PRO Coca-Сola-ს დაარსებულია კანონის შესაბამისად, და რომელიც თავად Coca-Сola-ს გამოცდილებას უზიარებს UNDP-სა და დოკუმენტში მითითებულ მუნიციპალიტეტებს ნარჩენებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების, EPR-ის საკითხებში.

დეკლარაციაში, რომელსაც ხვალ, ქუთაისში მოეწერება ხელი, წერია:

„ხელმომწერთა ურთიერთთანამშრომლობის საბოლოო მიზანია იმერეთის მხარეში ნარჩენების მართვის, სეპარაციისა და გადამუშავების გასაუმჯობესებლად კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება.

გაეროს განვითარების პროგრამამ და პარტნიორებმა განსაზღვრეს შემდეგი აქტივობები, რომლის ფარგლებშიც ერთობლივი თანამშრომლობაა შესაძლებელი, დათქმით, რომ ყველა მხარე იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, მოქმედი წესების, შეთანხმებული პოლიტიკისა და პროცედურების დაცვით:

(a) ითანამშრომლონ და განახორციელონ ერთობლივი ქმედებები ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და გადამუშავების კუთხით. პარტნიორობის, ინფრასტრუქტურისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმების ჩამოყალიბების მიზნით;

(b) ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და მათი ცხოვრებაში გატარება შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებლის ვალდებულების ორგანიზაციებთან, კერძოდ, პლასტმასის სეპარირებული შეგროვების, ტრანსპორტირებისა და ხელახალი გამოყენების, გადამუშავების ან ენერგიის აღდგენის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობით;

(c) პარტნიორობის დამყარება ცოდნის გაზიარებისთვის მუნიციპალური ნარჩენების შემადგენლობის დადგენის მიზნით. მასში ფრაქციების, მათი პროცენტული შემადგენლობისა და მოცულობების განსაზღვრით. მოპოვებული მონაცემების საფუძველზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შესადგენად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით;

(d) ინოვაციური შეფუთვის წარმოების მხარდაჭერა, ყოველ შეფუთვის ერთეულში არასაჭირო/უსარგებლო მოცულობის შემცირება, რაც ხელს შეუწყობს გადამუშავების ეფექტური სქემების ჩამოყალიბებას;

(e) ერთობლივი პროექტების შემუშავება ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად და შესაბამისი ცოდნისა და სხვა რესურსების მობილიზება მათი განხორციელების მიზნით".

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები