მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრობლემები, რომლებიც პოლონეთის ელჩის აზრით, საქართველოში ბიზნესის კეთებას ხელს უშლის

5fc5426692c2d
თამთა ჯიჯავაძე
30.11.20 23:33
1215
„პრობლემა უკავშირდება სპეციფიკურ კავკასიურ კულტურას“, - ასე უპასუხა პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა საქართველოში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ Forbes Georgia-ს და BMG-ის კითხვას.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით რეიტინგებში კარგი პოზიციები აქვს, აქ მარტივია დაარეგისტრირო კომპანია და დაიწყო ბიზნესაქტივობა, თუმცა, მისივე თქმით, პრობლემები შემდეგ იწყება.

„საქართველოში უნდა იცნობდე ვიღაცას, უნდა გქონდეს კონტაქტები, უნდა გაითვალისწინო პარტნიორის ოჯახი, უნდა დაიქირაო თანამშრომლები არა პროფესიული და პირადი უნარების გათვალისწინებით, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ვიღაცასთან დაკავშირებული პირი და ა.შ. ეს პრობლემაა. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე. გამიგია ბევრი საჩივარი, მაგალითად, საერთაშორისო კომპანიებისგან, რომლებიც მუდმივად არის ასახული ფადი ასლის ღია წერილებში. ის მუდმივად უსვამს ამას ხაზს“, - აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ საქართველოში ჩამოსული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშიც გაჟღერდა, რომ ინვესტიციებისთვის კარგი გარემოს უზრუნველყოფის საფუძველი თავისუფალი სასამართლოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები