მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრობლემები ვერ მოგვარდება თუ პირველადი ჯანდაცვა, როგორც სისტემის ხერხემალი არ მოწესრიგდა - აკაკი ზოიძე

პირველადი ჯანდაცვა

ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სექტორში რეფორმები წლებია მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში ჯერ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების სისტემა შეიცვალა, შემდეგ კი მედიკამენტების გაიაფებისთვის ფასზე ზედა ჭერი დაწესდა, გამკაცრდა სანებართვო პირობები. მომავალი წლიდან კი კლინიკების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება მოუწევთ.

ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე თვლის, რომ სექტორში პრობლემები ბოლომდე ვერ მოგვარდება თუ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არ გატარდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს. აკაკი ზოიძე თვლის, რომ პირველ რიგში საზრუნავია იმაზე, რომ პაციენტი საავადმყოფოში არ მოხვდეს გვიან აღმოჩენილი დიაგნოზით, რაც მაღალ დანახარჯებს იწვევს. ეს კი, მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამართვის გარეშე წარმოუდგენელია.

“მესმის, რომ პრიორიტეტული იყო წამლების თემის მოგვარება, DRG-ის და საავადმყოფოების და თანაგადახდის სისტემის მოგვარება, თუმცა პრობლემები ვერ მოგვარდება თუ პირველადი ჯანდაცვა, სისტემის ხერხემალი არ მოაწესრიგე, რათა ადამიანები საავადმყოფოში კატასტროფული დანახარჯებით არ მოხვდნენ. ადამიანს სიმსივნე ადრეულ ეტაპზე უნდა აღმოუჩინო იმისთვის, რომ დროულად უმკურნალო და მას არ დასჭირდეს თურქეთში სიმსივნის სამკურნალოდ წასვლა. ჩვენთან პრობლემა ის არის რომ მე-3, მე-4 სტადიაზე ხდება სიმსივნის აღმოჩენა, იმიტომ რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა არ მუშაობს. ეს თუ ვერ გაიგო კარგად მთავრობამ, მთავარ პრობლემას აქ ვხედავ.

ეს ცოტა გრძელვადიანი პრიორიტეტია, რომელიც ერთ საარჩევნო ციკლში არ ჯდება და აქედან არის ყველაზე დიდი პრობლემები გამოწვეული. თუ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში თვისობრივ და ხარისხობრივ ცვლილებას მივაღწიოთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გარეშე შეუძლებელი იქნება. ზოგიერთ მესვეურს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება წყალში გადაყრილი ფული ჰგონია, რადგან ეგრევე შედეგს ვერ მიიღებ. წნევას რომ დაურეგულირებ ადამიანს, შეიძლება ისეთი კმაყოფილი არ იყოს, როგორც ონკოლოგიურ პრობლემას რომ მოუგვარებ”, - ამბობს აკაკი ზოიძე.










გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები