მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ProCredit Bank Georgia:მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა

პროკრედით ბანკი
02.12.24 13:40
310

პროკრედიტ ბანკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ ევროპული კურსის ერთგულების პრიორიტეტზე წერს. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვხატოთ პროკრედიტ ბანკის პოზიცია.
ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მისი დამოუკიდებლობის დღიდან და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამავე დროს, მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.
პროკრედიტ ბანკი გერმანიაში დაარსებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში უკვე 25 წელია ოპერირებს და თავიდანვე აქტიურად არის ჩართული ქართული ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაში.
ჩვენი ევროპული ღირებულებები მუდმივ თანხვედრაშია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან."- წერია პროკრედიტ ბანკის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრტმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირში ინტეგრაცია განხილვა, როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები