მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროდუქციის გაძვირებას ვგეგმავთ – ჩაის მწარმოებელი კომპანია „პლანტაცია“

6454f4a9c22f3
ნანუკა ნარიმანიძე
07.05.23 22:30
661
ჩაის მწარმოებელი კომპანია „პლანტაცია“ პროდუქტზე ფასის მომატებას გეგმავს.

„ნედლეულისა და შესაფუთი მასალის ფასი ძალიან გაძვირებულია. ადრე ნედლეულს შედარებით იაფად ვიბარებდით, ახლა კი ფასი გაიზარდა შესაბამისად, მოგვიწევს პროდუქციის გაძვირება დაახლოებით, 10%-ით“, - აცხადებს „პლანტაციის“ დამფუძნებელი ლანა ჟღენტი.

გარდა ამისა, ბრენდი ახალი საწარმოს აშენებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

„გავაკეთეთ შეღავათიანი აგროკრედიტი და ძალიან მალე ახალი საწარმოს შენებას დავიწყებთ, რომელიც 200 კვადრატამდე იქნება. ამასთან, ვიღებთ უამრავ გამოფენაში მონაწილეობას, გვინდა ISO-ს სტანდარტის დანერგვა და ამის შემდეგ ექსპორტზე გასვლაც, ეს ყველაფერი მინდა მიმდინარე წელს გავაკეთოთ, იგეგმება კადრების დამატებაც“, - დასძენს ის.

აღსანიშნავია ისიც, რომ „პლანტაციას“ მოცვის, შავი და მწვანე ჩაი სექტემბრიდან საკუთარი ბრენდით გამოჩნდება.

„საწარმოს მშენებლობის დაწყებასთან და სტანდარტის დანერგვასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ბრენდირებაზე, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს, აქამდე ჩვენი ჩაი სხვადასხვა კომპანიის მიერ თავიანთი ბრენდის ქვეშ იყიდებოდა, ხოლო სექტემბერ-ოქტომბერიდან ჩაი ჩვენი ბრენდით გამოჩნდება“, - ამბობს ლანა ჟღენტი.

 „პლანტაციის“ ჩაის ნარგავები 5 ჰექტარს მოიცავს და 50 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მიკრო საწარმოც აქვთ, საწარმოს პროექტში 300 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდეს. კომპანიის პროდუქციის შეძენა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები