მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროდუქტები, რომელთა გაყიდვები ყველაზე მეტად გაიზარდა ან შემცირდა - Covid 19-ის ეფექტი

5e9c12b9ca41a
ანუკა ჯოხაძე
19.04.20 14:00
3917
კორონავირუსის პანდემიამ ბევრ ბიზნესს ავნო, თუმცა, ზოგიერთს სარგებელიც მოუტანა. განსაკუთრებით გაიზარდა მსოფლიოში მოთხოვნა ელექტრონულ ვაჭრობაზე, რომელიც არც მანამდე უჩიოდა მომხმარებლების სიმცირეს, თუმცა Covid-19-მა ონლაინ განხოციელებული შესყიდვების რაოდენობა მაინც საგრძნობლად გაზარდა, Visualcapitalist-მა ახალი სტატისტიკა მოამზადა, რომელმაც ის პროდუქტები გააერთიანა, რომელთა გაყიდვა ონლაინ ყველაზე მეტად გაიზარდა ან შემცირდა 2020 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

პროდუქტები, რომელთა გაყიდვები ყველაზე მეტად გაიზარდა:

- რეზინის ხელთათმანი 670%
- პურის საცხობი აპარატი 652%
- ხველებისა და გაციების წამლები 535%
- დაფასოებული სუპები 397%
- ბრინჯი 386%
 - შეფუთული საკვები 377%
- სავარჯიშო ატრიბუტები 307%
- რძე 279%
- სარეცხი საშუალებები 275%
- ტუალეტის ქაღალდი 190%

პროდუქტები, რომელთა გაყიდვები ყველაზე მეტად შემცირდა:

- სამგზავრო ჩანთები -77%
 - საქმიანი ჩანთები -77%
- ფოტოაპარატები -64%
- მამაკაცის საცურაო კოსტიუმები -64%
- საქორწილო კაბები -63%
- ქალის საცურაო კოსტიუმები -59%
- სპორტული ტანსაცმელი -59%
- მამაკაცის სპორტული ფეხსაცმელი -59%
- სავარჯიშო ჩანთები -57%
- სადღესასწაულო აქსესუარები -55%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები