დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 9.8% იყო. წინა თვეებთან შედარებით წლიური ინფლაციის დონე შემცირებულია, თუმცა ის სამიზნე 3%-ს მაინც სამჯერ აღემატება. ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 305 სამომხმარებლო პროდუქტის ფასებით იზომება. ამ პროდუქტებს შორისაა სურსათი; სხვადასხვა სერვისი; გართობის; დასვენების და სხვა აქტივობების ფასები.
სამომხმარებლო საქონლის და სერვისების უმეტესობა გაძვირებულია, თუმცა 50-ზე მეტი პროდუქტი გაიაფებულია, მათ შორის ყველაზე მეტად, 46%-ით კომბოსტოს ფასი არის შემცირებული, 27%-ით არის დაკლებული ქლიავის ფასი, ხოლო ქალის კაბა 26%-ით.
ტოპ 20 პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად გაიაფდა:
1. კომბოსტო - 46%
2. ქლიავი - 27%
3. ქალის კაბა - 26%
4. სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 24%
5. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - 24%
6. ტელევიზორი - 23%
7. კომპიუტერი - 23%
8. ფოტოაპარატი - 15%
9. მტვერსასრუტი - 15%
10. მამაკაცის ფეხსაცმელი - 15%
11. მობილური ტელეფონი - 15%
12. ახალი მსუბუქი ავტომობილი - 13%
13. მამაკაცის შარვალი - 10%
14. ნიორი - 10%
15. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 10%
16. ბადრიჯანი - 10%
17. ვიტამინები - 9%
18. სარეცხი მანქანა - 9%
19. ქალის სვიტერი - 9%
20. ქალის დემისეზონური ქურთუკი - 8%