“პროდუქტებზე ფასების ზრდა იმდენად მაღალი იყო, რომ მცირედი კლება შესამჩნევი აღარ არის” - ივა ჭყონია
BM.GE
11.11.22 21:21
• 487
ნავთობიმპორტიორი კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების შიმცირებას კვლავ პროგნოზირებენ. ბენზინის ღირებულება ბოლო რამდენიმე თვეა მცირდება, რაც თავის მხრივ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ღირებულების შემცირებას და სტაბილურ ლარს უკავშირდება. საწვავის ფასები სამომხმარებლო კალათის ფასების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია - ისმის კითხვა რატომ არ მცირდება ფასების სასურსათო პროდუქციაზე, რომლის გაძვირების ერთ-ერთ ფაქტორად იმპორტიორები სწორედ საწვავზე ფასის ზრდას ასახელებდნენ.