მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროდუქტის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ - "სქირის" გეგმები

სქირი ჩირი

„სქირი“ ჩირის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის საწარმოც ზუგდიდში, დარჩელში მდებარეობს. კომპანია ქართულ ხილს ამუშავებს და მისგან ჩირს, ტყლაპებს და სხვადასხვა პროდუქტს ამზადებს.

როგორც „სქირის“ დამფუძნებელი ეკატერინე ხუტკუბია გადაცემა „ქალების ნარატივში“ ყვება, კომპანიის ბრენდის ქვეშ 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტი ერთიანდება. მისივე თქმით, „სქირის“ საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი, რის ხარჯზეც კომპანიას მაღალ სიმძლავრეებზე გასვლის შესაძლებლობა აქვს.

„სქირის საწარმოში ქართული ხილის, ჩირი ტყლაპები და კანფეტები იწარმოება. 70-ზე მეტი დასახელების პროდუქციაა. შევქმენით მცირე საოჯახო საწარმო, აღჭურვილი ყველა სახის დანადგარით. გვაქვს მზის საშრობიც, რომელიც 200-300 კგ ნედლ ხილს იტევს. ამასთან, 35 ტონიანი მაცივარიც, სადაც ვაპირებთ, რომ ხილი შევინახოთ.

საწარმო სულ 2 თვეა ოპერირებს, პროდუქცია ჯერჯერობით ახლა იდგამს ფეხს. რაც შეეხება ნედლეულს, თავდაპირველად ხილს საკუთარი ბაღებიდან ვიღებდი, ახლა კი ადგილობრივი მწარმოებლებისგანაც ვიღებთ,“ - ამბობს ის.

„სქირის“ დამფუძნებელი კომპანიის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და როგორც აღნიშნავს, განიხილება ექსპორტი. ამასთან, „სქირი“ უახლოეს პერიოდში ახალ პროდუქტსაც გამოუშვებს.

„ჯერ ქართული ბაზრის ათვისებას ვფიქრობთ, თუმცა უკვე მიდის მოლაპარაკება პროდუქტის ექსპორტთან დაკავშირებით. USAID-ის დახმარებით „სქირი“ საზღვარგარეთაც იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება ჩვენს ახალ პროდუქტს, ბავშვების ხაზზე ვმუშაობთ.  გვინდა შევქმნათ ჩანთები, სადაც ბავშვებისთვის ნუგბარი იქნება - მათ შორის, ჩირი. ეს უკვე მუშაობის პროცესშია,“ - განმარტავს „სქირის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები