პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, პროდუქტის ფასის შემცირების რესურსი არსებობს და ფასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ამის შესახებ ბიზნესმენმა „ფასების კომისიასთან“ შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„დადებითი მოლოდინი მაქვს, რამდენადაც პრემიერის ინიციატივა ინტერვიუდ არ დარჩა და ამას მოჰყვა სერიოზული განხილვები და ამის დასტურია დღევანდელი შეხვედრა“, - თქვა რატიშვილმა და აღნიშნა, რომ „ემსიბი ჯორჯია“ 27 წელია ბაზარზე პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს და უამრავ პრობლემას აწყდება.
კითხვაზე - თქვენს სივრცეში პროდუქტის ფასის შემცირების რესურსი არსებობს:
„არსებობს, დაველოდოთ შეხვედრას. ბევრი ფაქტორია, მაგალითად ქსელურ სუპერმარკეტებსა და ჩვენი ურთიერთობის პირობები. ქეშბექია ერთ-ერთი. მთავრობა ამას ვერ დაარეგულირებს, ეს უფრო საკანონმდებლო ორგანოს თემაა“, - განაცხადა რატიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.




























