მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებები შედის

სს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ზუგდიდში, გასვლით სხდომაზე, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, იქმნება სტანდარტიზაციის ეროვნული საბჭო, რაც სავალდებულო პირობაა სტანდარტიზაციის ნაწილში ევროპულ სისტემებთან სრულად დაახლოების მიზნით. ასევე, ცვლილებები ძირითადად შეეხება ტერმინოლოგიურ თანხვედრას საერთაშორისო სტანდარტებთან და უზრუნველყოფილი იქნება მეტი მკაფიოობა აკრედიტაციის, სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სისტემის მონაწილე სუბიექტებისთვის.

"კანონპროექტით, იზრდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები და შემოდის სიახლე, წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე. კერძოდ, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა, ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმისა, რომელიც 1500 ლარამდეა, განისაზღვრება - 1500-დან - 3000 ლარამდე. აღნიშნული ქმედების განმეორებისას ჯარიმა 3000 ლარიდან - 5000 ლარამდეა", - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით გაჩნდება ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და შეამცირებს საქართველოს ბაზარზე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტების ხელმისაწვდომობას.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები