2019 წლის გაზაფხულზე, იაპონიაში, პროექტის - „საქართველო – ღვინის სამშობლო“ - განხორციელება იწყება. ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 2019 წლის 10 მარტს გაიხსნება და 7 მაისამდე გაგრძელდება. იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა საზეიმოდ გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოსა და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სტუმრები: დავით ტყემალაძე - ღვინის ეროვნული სააგენტო, თავმჯდომარის მოადგილე.
თინა კეზელი - ასოციაცია "ქართული ღვინო", აღმასრულებელი დირექტორი


































