დიღომი 8-ში, ქალაქის ქაოსისა და გადატვირთული გარემოსგან მოშორებით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი - Pillar Park შენდება, რომელიც 77 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. რა ხდის პროექტს როგორც მომავალი მობინადრეებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის მიმზიდველს - ამ საკითხზე "საქმიანი დილას" ეთერში Pillar Park-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორმა, ლევან ელიზბარაშვილმა ისაუბრა.
"დედაქალაქის განვითარებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ეკოლოგიური მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელო არ არის და გარემო, რომელიც უკავშირდება ხმაურს, აქტიურ ზონებს, არ არის კომფორტული ადამიანისთვის, ყველას დაგვავიწყდა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანმა კომფორტულად, ჯანსაღად იცხოვროს. იცხოვროს და არა - იარსებოს. იმისთვის, რომ იცხოვრო ღირსეულად, გჭირდება ჯანსაღ, წყნარ, მშვიდ გარემოში, ბუნებასთან სიახლოვეს ყოფნა, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. სწორედ ეს მნიშვნელოვანი პარამეტრებია თავმოყრილი ამ პროექტში. რასაც მისი ადგილმდებარეობა განაპირობებს და ეს ლოკაცია თბილისშია - ქალაქის შემოსასვლელში, მტკვრის პირას.
თქვენ კარგად იცით, პანდემიის პერიოდში ადამიანები უკვე არსებით ყურადღებას აქცევდნენ ქალაქგარეთ გადასვლას, ქალაქგარეთ ცხოვრებას, ბუნებასთან სიახლოვეს. ამ პირობებში, ეს პროექტი ინვესტორებისთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ თბილისის ტერიტორიაზე მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა, შეიძინოს ისეთი ბინა, ისეთ ინფრასტრუქტურაში, ისეთ გარემოში, რომელიც მას შეიძლება შეხვდეს საგურამოში თუ სხვა ასეთ პოპულარულ მიდამოებში. მზარდია მოთხოვნა ასეთი პროექტების მიმართ და ეს მზარდი მოთხოვნა განაპირობებს ინვესტორების ინტერესსაც", - ამბობს ლევან ელიზბარაშვილი.
პროექტი 10/90-ზე პრინციპით შენდება, რასაც გულისხმობს, რომ 77 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშლილ სივრცეში, განაშენიანებას მხოლოდ 10% დაეთმობა, ხოლო 90% რეკრეაციულ დანიშნულებას. შესაბამისად, მწვანე სივრცე ერთ მოსახლეზე 36 კვადრატულ მეტრს შეადგენს და საერთო ჯამში ის მტკვრის სანაპიროზე მოწყობილ საფეხმავლო ბილიკს, 1 200 მეტრიან ველობილიკს, ღია აუზს, ფიტნეს დარბაზს, სპორტულ მოედნებს, პადელის და ჩოგბურთის კორტებს, ბავშვთა მოედნებს, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცესა და დახურულ ავტოსადგომს გააერთიანებს.
"რომ დავიწყეთ პროექტი, თავიდანვე ძირითადი აქცენტი გაკეთდა პარკზე, რეკრეაციულ ზონაზე და მტკვარზე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენს პროექტში და არა მარტო ჩვენს პროექტში, არამედ ჩვენს ქალაქში. ამიტომ, 10/90 პრინციპით შევქმენით ჩვენ ეს პროექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთის 90% გადავეცით რეკრეაციულ ზონას. ვრგავთ 2000 ხეს, ვაწყობთ ბულვარს მტკვრის პირას და 10% დაეთმობა დაბალი განაშენიანების, ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელს უბანს ვაძლევთ და ვჩუქნით ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც იქნება უპრეცედენტო და უალტერნატივო ქალაქ თბილისში", - ამბობს Pillar Park-ის მარკეტინგის დირექტორი BMG-ისთან.
პროექტში გაყიდვები უკვე დაწყებულია და, რაც მთავარია, კომპანიამ მომავალ მობინადრეებს საახალწლო შეთავაზებაც მოუმზადა.
"გაყიდვები აქტიურ ფაზაშია. ვაშენებთ პირველ ფაზას, თუ საცხოვრებელ ნაწილს შევხედავთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საცხოვრებელ ნაწილთან ერთად, პირველ ფაზასთან ერთად, ჩვენ ვაშენებთ პარკსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ორი წლის თავზე, როდესაც პირველი ფაზის - სამი საცხოვრებელი ბლოკის, ხუთსართულიანი შენობების მშენებლობა დასრულდება, ჩვენ ადამიანებს გადავცემთ პარკის სრულად დასრულებულ ინფრასტრუქტურას. შესაბამისად, ორ წელიწადში შესრულებული იქნება ვალდებულებებიდან ყველაზე მთავარი - პარკის და ბულვარის მშენებლობა.
გვაქვს საახალწლო შეთავაზებაც, რაც გულისხმობს ფასდაკლებას ნებისმიერი ფორმით შენაძენზე, ნებისმიერ ბინაზე. მზად ვართ იმისთვის, რომ ხალხს მაქსიმალურად მოვემსახუროთ და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელმისაწვდომი ფასები შევინარჩუნოთ", - ამბობს ლევან ელიზბარაშვილი.
პროექტის მშენებლობა სამ ფაზას მოიცავს. ის A, B და C ბლოკებს გააერთიანებს, რომლებიც მომავალი წლიდან ეტაპობრივად დასრულდება, საბოლოო სახეს კი 2029 წლის დეკემბრამდე მიიღებს.




























