პროევროპულ აქციაზე, დაახლოებით, 02:00 საათზე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი დააკავეს.
სხვადასხვა ტელევიზიის კადრებში ჩანს, ნიკა ალავიძის მეუღლე, რომელიც ოჯახის წევრებს ეძებს. ამ დროისთვის ალავიძის მეუღლესაც მობილური ტელეფონი გათიშული აქვს.
ჯერჯერობით, უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეები.
05:00 საათი - განახლება: ნიკა ალავიძე და მისი შვილი, სავარაუდოდ, ზაჰესის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, მაგრამ აქციის მონაწილეები მაინც არ იშლებიან.
სპეცრაზმმა დღევანდელ აქციაზე არაერთი ადამიანი დააკავა.